ახალი ამბები

ხაშურში, სამხედრო სამსახურს 422-მა მღვდელმსახურმა აარიდა თავი

ხაშურში მღვდელმსახურის წოდების ცნობის წარდგენის შემდეგ, 422 წვევამდელი აღარ გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

აღნიშნულ 422 მღვდელმსახურს შორის არიან პარტია “გირჩის”, ასევე ქრისტიანული, ევანგელური და საერთაშორისო მართლმადიდებლური ლაზურ-ხალიბური კატაკომბური ეკლესიის მსახურები. ამის შესახებ, ინფორმაცია მოცემულია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიშში.

“გეგმის შესრულებას და ყველა წვევამდელის გაწვევას სამხედრო სავალდებულო სამსახურში ხელს მნიშვნელოვნად უშლის” წვევამდელების მიერ წარმოდგენილი მღვდელმსახურების მოწმობები. აღნიშნავს ხაშურის მეუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

ხაშურის მუნიციპალიტეტში 2021 წელს მღვდელმსახურის ცნობა 95-მა წვევამდელმა წარადგინა ,მთლიანად კი ცნობა წარდგენილი აქვს და სარგებლობს გადავადებით 422 წვევამდელი.

დატოვეთ კომენტარი