ხაშურში, მესამე სართულიდან ჩამოვარდნილი ბავშვი, რომელიც ქალმა დაიჭირა, თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ “მოზაიკას” საავადმყოფოში უთხრეს.
“ბავშვს ჰქონდა ბარძაყის წყლის მოტეხილობა. ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა მდგომარეობა სტაბილურია”.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 1 წლის და 3 თვის ბავშვი მესამე სართულიდან ჩამოვარდა. ის ქალმა დაიჭირა.
დატოვეთ კომენტარი