ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს.

არსებული ინფორმაციით, ილია კვაღინაძე ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა თეიმურაზ კალანდაძემ. მანამდე კალანდაძე გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ასევე იყო სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის უფროსიც.

საკადრო ცვლილების შესახებ შსს ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

მისი პოლიციის უფროსობის დროს, დაკავებულები და მათი ოჯახის წევრები მას ძალადობასა და წამებაში ადანაშაულებდნენ.

დატოვეთ კომენტარი