ხაშურის საავადმყოფოში 1 წლის ბავშვი ბარძაყის ყელის მოტეხილობით მიიყვანეს, – ამის შესახებ “მოზაიკას” საავადმყოფოში უთხრეს.
“ბარძაყის ყელის მოტეხილობით წლისა და სამი თვის ბავშვი მოიყვანეს. ჩვენი ვარაუდით, სიმაღლიდან გადმოვარდა, რამაც მოტეხილობა გამოიწვია”, – უთხრა “მოზაიკას” საავადმყოფოს ექიმმა.
მისივე თქმით, ბავშვი ღრმა კვლევებს საჭიროებდა, რის გამოც ის თბილისში გადაიყვანეს.
დატოვეთ კომენტარი