ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დაჭრეს, გარდაიცვალა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი თბილისში ცხოვრობდა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იმყოფებოდა სტუმრად სოფელ დირბში.

“შემთხვევა სოფელში ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მოხდა.გარდაცვლილი როგორც ვიცი თბილისიდან იყო ჩამოსული. სხვა დეტალები მეც არ ვიცი”, – ამბობს მირიან დოღანაძე, მერის წარმომადგენელი სოფელ დირბში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი