გორში, სტალინის 2-ში და მშვიდობის 29 -ში ძლიერი ქარიგან დაზიანებული კორპუსის სახურავების აღსადგენად გორის მუნიციპალიტეტის მერია 216 585 ლარს დახარჯავს.
უწყებამ სამუშაოების უმოკლეს ვადაში შესასრულებლად გამარტივებული შესყიდვის გზას მიმარა.
“12.04.2022 წელს დამდგარმა სტიქიამ (ძლიერი ქარი და წვიმა) დააზიანა ქ. გორში, საცხოვრებელი ბინის სახურავები, მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ შენობაში ფაქტობრივად დარჩენილები არიან დაზიანებული სახურავების ქვეშ, რის გამოც საშიშროება ექმნება არამარტო საყოფაცხოვრებო ნივთებს, არამედ უპირველესად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. შესაბამისად, აუცილებელია სტიქიის შედეგად დამგარი შედეგის სალიკვიდაციო სამუშაოების შესყიდვა უმოკლეს ვადაში”, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
მერია ამ ეტაპზე სამუშაოების შესყიდვის განსახორციელებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვას ელოდება.
ინფორმაციისთვის, სტალინის 2-ში კორპუსის სახურავი 2020 წელსაც დაზიანდა, მაშინ აღდგენითი სამუშაოებისთვის 10 703 ლარი დახარჯა