ახალი ამბები

უკანონოდ დაკავებული მოქალაქე ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს 

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფელი წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ვლადიმერ კანიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 9 დეკემბერს დააკავეს.

“უკანონო პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ კანიაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში”, – ნათაქვამია ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი