ახალი ამბები

გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში 87 სოციალურად დაუცველი დასაქმდა

გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში 87 სოციალურად დაუცველი დასაქმდა, მათგან 60 კეთილმოწყობის, ხოლო 27 ჭაბურღილების და სასმელი წყლების სამსახურში.

“სააგენტოს დასუფთავების სამსახურში დასაქმდა 60 სოციალურად დაუცველი. ქალაქის მასშტაბით, თითოეულ სკვერზე თითო ადამიანია გათვალისწინებული”, – განმარტა კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარჯაძემ.

რაც შეეხება, სასმელი წყლების, წყალარინების, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახურს, ხელმძღვანელის განმარტებით, ახალი თანამშრომლები მათი საცხოვრებლის შესაბამისად გადანაწილდნენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

“27 სოციალურად დაუცველი დასაქმდა ჩვენს სამსახურში პროგრამის ფარგლებში. ისინი შესაბამისად გადავანაწილეთ, სადაც ცხოვრობდნენ იმ სოფლებში, ახლო მომავალში კიდევ 3 კადრის დამატებას ველოდებით”, – განმარტა ბონდო მარუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში ბენეფიციართა უმრავლესობა საჯარო უწყებებში დაასაქმეს, მხოლოდ 4 მათგანი დასაქმდა კერძო ბიზნესში.

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში ამჟამად თავისუფალია 66 დასახელების 157 ვაკანტური ადგილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.