“მოზაიკა” ჟურნალისტური უნარ-ჩვევების განვითარებაში გამყოფ ხაზის მიმდენარედ მცხოვრებ 25-მდე გოგონას დაეხმარება. პრაქტიკულ სწავლებას პროექტი “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ითვალისწინებას, რომლის ფარგლებში გოგონებმა უკვე გაიარეს ტრენინგების კურსი.
2 თვის განმავლობაში, მათ ჩაუტარდათ 6 ტრენინგი, რომელთა თემები იყო:
- ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში – კანონმდებლობა და რეალობა;
- ფემინიზმის არსი და ფემინისტური მოძრაობები საქართველოსა და მსოფლიოში;
- აქტივიზმის და სოლიდარობის მნიშვნელობა პრობლემის მოგვარების პროცესში;
- ჟურნალისტიკა, როგორც სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი ფორმა;
- მედიაადვოკატირება და ადვოკატირების ინსტრუმენტები რეალური ცვლილებებისთვის;
- ამბის გენდერული ანალიზი.
პროექტის მონაწილეები განვლილ ეტაპს აფასებენ და ამბობენ, რომ ტრენინგების მიღებული თეორიული ცოდნამ საკუთარი შესაძლებლობები და მათ გარშემო არსებული სიტუაცია ახლებულად დაანახა.
“თემაზე რაზეც ტრენინგებზე ვისაუბრეთ, არასოდეს არ მიფიქრია ასე სიღრმისეულად. ყველა ტრენინგს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და ყოველთვის ამომწურავ პასუხებს ვიღებდი”.
ანი ბლიაძე
“ტრენინგები იყო ძალიან საინტერესო. ერთი შეხედვით ნაცნობი საკითხები ისე იყო მოტანილი ჩვენი მომხსენებლებისგან, რომ ტრენინგის ბოლოს, როდესაც შეფასებებს ვაკეთებდით იმაზე მეტი ინფორმაცია მქონდა კონკრეტული თემის შესახებ ვიდრე საწყის ეტაპზე.”
თამთა შავაძე
“ადამიანური რესურსი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. სხვა ყველაფერთან ერთად ამ პროექტმა მომცა საშუალება გამეცნო ეს ახალგაზრდები, რომელთან კომუნიკაციასაც მომავალში სიამოვნებით გავაგრძელებ.”
ქრისტინე მელქუაშვილი
“მიხარია რომ მომეცა შესაძლებლობა პროექტში ჩართვის. სიამოვნებით გავაგრძელებდი თქვენთან თანამშრომლობას მომავალშიც.“
სოფო ასკილაშვილი
“კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა თქვენთან კომუნიკაციისა და ახალი მეგობრების გაცნობის. მადლობა თქვენ და პროექტის ავტორებს, ასეთი კარგი ტრენინგებისთვის.“
დოდო კუთარაშვილი
“ტრენინგებიდან ველოდებოდი ახალი ინფორმაციისა და ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობას, ამ შემთხვევაში ორივე მოლოდინი გამიმართლდა.“
ხატია ხაბაშვილი
“საინტერესო და პროფესიონალი მომხსენებლების წყალობით ბევრი საკითხზე ავიმაღლე ცნობიერება. მომწონდა ყველაზე მეტად რომ თავისული აზრის დაფიქსირების საშუალება გვქონდა.
მარი გაბლიშვილი
“სატრენინგო კურსი და პრაქტიკული დავალებები დამეხმარა იმის გაგებაში, რომ თუ ძირითად პროფესიად არ ავირჩევ ჟურნალისტიკას, შემიძლია ვიყო სამოქალაქო ჟურნალისტი და ამისთვის ჩემი პირადი სოციალური ქსელები გამოვიყენო.”
ეთო სამნიაშვილი
პრაქტიკული კურსის ფარგლებში, გოგონები ისწავლიან:
- რა არის ახალი ამბავი;
- როგორია სტატიის სტრუქტურა;
- სხვაობა ინტერვიუსა და გადაცემას შორის;
- ფოტო პროექტის დაგეგმვა და გადაღება;
- აუდიო მასალის მონტაჟი;
პრაქტიკული კურსის შემდეგ, პროექტის მონაწილეები “მოზაიკაში” ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან და მათთვის საინტერესო თემებზე ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ.