ახალი ამბები

გორის სპორტის სააგენტოში ფსიქოლოგს ხელშეკრულება არ გაუგრძელეს

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ფსიქოლოგს ანა ხუტიაშვილს ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.

ხუტიაშვილი სააგენტოში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობდა. მისი თქმით, სასამართლო დავას არ აპირებს და დაელოდება მოვლენების განვითარებას.

“სასამართლოში ჩივილს არ ვაპირებ, დაველოდები მოვლენების განვითარებას. გამიგრძელდება თუ არა ხელშეკრულება, მე მაინც გავაგრძელებ ამ ბავშვებთან მუშაობას”, – ამბობს ხუტიაშვილი.

ხუტიაშვილის მსგავსად, ხელშეკრულება არ გაუგრძელდა თეა კეჩხუაშვილსაც, რომელიც სპორტ-სკოლაში ტრენერის პოზიციას იკავებდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.