ახალი ამბები

ველოდები, არ ვიცი გამიგრძელებენ თუ არა ხელშეკრულებას – კეჩხუაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელი თეა კეჩხუაშვილი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ელოდება.

კეჩხუაშვილი ხელშეკრულების გაგრძელებას ორი კვირაზე მეტია ელოდება.

“წერილით მივმართე სააგენტოს, მოლოდინის რეჟიმში ვარ, არ ვიცი გამიგრძელებენ თუ არა ხელშეკრულებას. რაღაც გაურკვევლობაა სამართლებრივი და ველოდები საბოლოო პასუხს”, – ამბობს კეჩხუაშვილი.

ინფორმაციისთვის, თეა კეჩხუაშვილი სპორტის სააგენტოში კალათბურთის სექციაში ტრენერის პოზიციას იკავებდა.​ მას ორი კვირის წინ შრომითი ხელშეკრულება ამოეწურა და ამ დრომდე გაურკვეველია გააგრძელებს თუ არა მუშაობას.

დატოვეთ კომენტარი