გორის რამდენიმე უბანს სასმელი წყალი არ მიეწოდება. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდება ერთ-ერთ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეწყდა.
უწყების ცნობით, ამის შესახებ აბონენტები ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა მოსახლოების ნაწილი ამბობს, რომ წყლის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება არ მისვლიათ.
” შეტყობინება არ მიგვიღია და არც ის ვიცით, როდის აღდგება”, – ამბობს სტალინის გამზირზე მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, წყლის მიწოდება დღის ბოლომდე ყველა უბანზე აღდგება.
” აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო,რამდენიმე უბანს შეუწყდა სასმელი წყალი, რადგან მიმდინარეობს ცენტრალურ მილზე დაერთების სამუშაოები,” – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.