გორში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში მწერალი დათო ტურაშვილი საჯარო ლექციას გამართავს.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით შეხვედრა 10 აპრილს 13:00 საათზე დაიწყება.
“გაიმართება საჯარო ლექცია, რომელიც მიეძღვნება 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გახსებას, მომხსენებელი მწერალი და 9 აპრილის მოვლენების აქტიური მონაწილე დათო ტურაშვილი იქნება”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
დასწრება შეუძლია ყველა მსურველს. მისამართი გორი, სუხიშვილის #20 .
დატოვეთ კომენტარი