გორში კიბერჩემპიონატი გაიმართებგორის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, 8 აპრილს, 16:00 საათზე კიბერჩემპიონატი ჩატარდება.
ჩემპიონატის ორგანიზატორები ფეისბუქგვერდი “გორის სპორტის ქომაგი” და საინიციატივო ჯგუფი “პორტალი” არიან.
“ჩემპიონატში მონაწილეობა 12 წლის ზემოთ ბავშვებსაც შეუძლიათ. ჩვენი მიზანია კიბერსპორტი ავიყვანოთ ქალაქში პროფესიონალურ დონეზე და შევქმნათ გორის უნივერსიტეტის კიბერსპორტის გუნდი. ჩემპიონატი შედგება “ლოლ”-ის მობაილ ვერსიაში (5-5ზე)”, – ამბობს ჩემპიონატის ერთ-ერთი ორგანიზატორი ავთანდილ ტიტვინიძე.
როგორც ცნობილია, მონაწილეობას მიიღებს მაქსიმუმ 8 გუნდი და ჩატარდება ოლიმპიური პრინციპით: შესარჩევი შეხვედრა – ნახევარფინალო – ფინალი.
ორგანიზატორების თქმით, საპრიზო ფონდი 300ლარია, საიდანაც 250ლარი გამარჯვებულს, ხოლო 50 საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა.
ინფორმაციისთვის, კიბერსპორტი სპორტული შეჯიბრის სახეობა, რომელიც დაფუძნებულია ვიდეო თამაშებზე.