ახალი ამბები

გორის სასამართლომ 10 000 ლარით დააჯარიმა პირი, რომელიც ფულს აპროცენტებდა

გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა თ.მ-ს საქმე. გამოძიება მას უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ედავებოდა.

ბრალდებულმა 10-ზე მეტ პირზე გაასესხა თანხა, შემდეგ აღნიშნული პირებისგან სარგებლის სახით მიიღო მოგება და ვინაიდან, არ იყო რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად და არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ზარალი.

“გასესხებული თანხის ოდენობა 114 340 დოლარია, საპროცენტო სარგებლის სახით ბრალდებულმა მოგების სახით მიიღო 86 716 ლარი და რადგან იგი არ იყო რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად, სახელმწიფომ იზარალა 17 343 ლარით”, – განმარტა პროკურორმა.

საქმე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა შეისწავლა. საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდებულ თ.მ-ს სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

114 340 დოლარის გასესხებით მიღებული მოგებიდან, რომელიც 86 716 ლარს შეადგენს, ბრალდებულს მხოლოდ 10 000 ლარი გადახდა მოუწია სახელმწიფოსთვის.

დატოვეთ კომენტარი