ახალი ამბები

გორიდან უკრაინაში 6 მოხალისეა წასული – ენმ ოჯახებისთვის დახმარებას აგროვებს

უკრაინაში ოკუპანტის წინააღმდეგ მებრძოლი გორელი მოხალისეების ოჯახების დასახმარებლად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დახმარებას აგროვებენ.

საკრებულოს დეპუტატი ანო ბალიაშვილი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, უკრაინაში გორიდან 6 მოხალისეა წასული.

“ჩვენი ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტიდან უკრაინაში 6 მოხალისეა წასული, მათი ოჯახებისთვის ვაგროვებთ საკვებ პროდუქტს და ფულად დახმარებას. ჩვენი ორგანიზაციის წევრები ვეხმარებით და ასევე მოვუწოდებთ ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდეს. ეს ოჯახები უსახსროდ არაინ დარჩენილები და დახმარება ჭირდებათ”, – ამბობს ანი ბალიაშვილი

მისივე ინფორმაციით, დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 574 149169 , ან მიმართონ ენმ – ის გორის ოფისს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.