ახალი ამბები

“მოზაიკა” ეძებს თანამშრომლებს შიდა ქართლის რეგიონში

“მოზაიკა” აცხადებს ვაკანსიებს – ორგანიზაცია შიდა ქართლში სამუშაოდ ეძებს ჟურნალისტებს, ვიდეოგრაფს, მემონტაჟეს, ტექნიკურ რედაქტორს, მარკეტინგის სპეციალისტს და PR-ის სპეციალისტს. კანდიდატების შერჩევისას, შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

“თუ ცხოვრობთ შიდა ქართლში და გსურთ დამოუკიდებელ, განვითარებაზე ორიენტირებულ მედიაში მუშაობა, მაშინ ეს ვაკანსიები თქვენთვისაა”.

“მოზაიკას” აქვს საერთო მოთხოვნები ყველა კანდიდატის მიმართ:
✔️ საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება;
✔️გუნდური მუშაობის უნარი;
✔️კრიტიკული აზროვნების უნარი;
✔️განვითარებაზე ორიენტირებულობა;

”მოზაიკა” ახალ თანამშრომლებს არჩევს რამდენიმე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. შესაბამისად, სამუშაო დატვირთვა და ანაზღაურება განსხვავებულია. (მინიმალური ოდენობა 500 ლარი)

დეტალურ ინფორმაციას შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ გასაუბრების ეტაპზე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება სააპლიკაციო ფორმის და გასაუბრების საფუძველზე.

აპლიკაციის შესავსებათ დააკლიკეთ ბმულს. განაცხადებების მიიღება 10 აპრილის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ “მოზაიკა” არის პირველი სათემო რადიო გორში, რომელმაც მედიასაქმიანობა 2018 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო. ამჟამად, ორგანიზაცია გაფართოების ეტაპზეა, რათა უახლოეს მომავალში საკუთარი საქმიანობით მთლიანად შიდა ქართლის რეგიონი მოიცვას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.