გორის ანსამბლის “ნართები” კონცერტი გაიმართება, – ინფორმაციას ამის შესახებ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კონცერტი მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში, 14 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მსურველებს მისი შეძენა tkt.ge -ზე შეუძლიათ.
დატოვეთ კომენტარი