ავტობანზე, გორი-შავშვების მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ერთი.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადიო “მოზაიკა” დამატებით დეტალებს არკვევს.
დატოვეთ კომენტარი