ა(ა)იპ გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს. ეს თანამდებობა ზურაბ ილურიძემ დაიკავა.
რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, დირექტორის თანამდებობა დავით წეწვაძემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, რის შემდეგაც, 4 მარტს ამ პოსტზე მისი მოადგილე ზურაბ ილურიძე დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სააგენტოში საკადრო ცვლილებები ბოლო პერიოდში რამდენჯერმე განხორცილდა. შეიცვალა ამ ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორიც – ამჟამად, ეს თანამდებობა ქეთევან იარდალაშვილს უკავია.
დატოვეთ კომენტარი