ახალი ამბები

შაქრის დეფიციტია გორის მაღაზიებშიც

გორის მაღაზიების ნაწილში შაქარი აღარ არის, ნაწილში კი, 1 კგ. შაქრის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა.

“ჩვენ პირადად, ბოლოს 2.25 ლარად გავყიდეთ, მაგრამ მესამე დღეა, აღარ გვაქვს საერთოდ”, – გვითხრა ერთ-ერთი სუპერმარკეტის წარმომადგენელმა.

დეფიციტის გამო, მოთხოვნა ყავისფერ შაქარსა და შაქრის ნატეხებზეც გაიზარდა.

“ჩვეულებრივი შაქარი აღარ გვაქვს და არც ვიცით, როდის მივიღებთ. ახლა ყავისფერი შაქარი გვაქვს და ნატეხები. მაგას ყიდულობენ ამჟამად”, – გვითხრა კიდევ ერთი მაღაზიის კონსულტანტმა.

მაღაზიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ იციან, როდის შეავსებენ შაქრის მარაგს და რა იქნება 1 კილოგრამის ფასი.

დატოვეთ კომენტარი