ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ჯგუფმა უკრაინისთვის ტანსაცმელი და სურსათი შეაგროვა

“ქართული ონცების” ახალგაზრდულმა ჯგუფმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ნივთები შეაგროვა. 

კამპანიის ფარგლებში შეგროვდა საკვები, ჰიგიენისთვის განკითვნილი ნივთები და ტანსაცმელი. 

“მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა დავიწყეთ კამპანია “სოლიდარობა უკრაინას”. კამპანიას შემოუერთდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომაერე დავით რაზმაძე და საკრებულოს სხვა წევრები”, – ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატმა გიგა გელაშვილმა განაცხადა. 

უკრაინელებისთვის განკუთვნილი დახმარება საკრებულოს ფოეშია განთავსებული. დახმარების სახით შეგროვდა სურსათი და ტანსაცმელი. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, გუბერნიისა და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, შეგროვილი ნივთები და პროდუქტები უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.