ახალი ამბები

უკრაინისთვის სამოქალაქო სექტორი გორში ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს

27 თებერვალს გორში გაიმართა პირველი საკოორდინაციო შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის, სადაც განხილული იყო შესაძლებლობები უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად საქართველოს ტერიტორიაზე  და ასევე უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების და გაგზავნისთვის.

“მოგიწოდებთ არასამთავრობო სექტორს, მოქალაქეებს, ოპოზიციურ პარტიებსა და ბიზნეს სექტორს, ჩაერთოთ ჰუმანიტარული მისიისთვის სხვადასხვა საჭიროებების შეგროვების პროცესში”, – ამბობენ იდეის ორგანიზატორები. 

უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების გასაწევად მოქმედებს ცხელი ხაზი:

599 61 30 64 სოსო მეზვრიშვილი;

ცხელი ხაზის გამოყენება შესაძლებელია დასახმარებელი საჭიროებების მიწოდებისთვისაც.

შესაგროვებელი ნივთების ჩამონათვალი:

ჰიგიენური და მედიკამენტების რესურსი;

პლედები და საბნები;

ბავშვის ტანსაცმელი;

ერთჯერადი ჭურჭელი;

არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.