ახალი ამბები

,,პეპლების ფრთებზე მოგწერ ბარათებს” – გორელები გიორგი მახარობლიძეს გაიხსენებენ

18 თებერვალი გიორგი მახარობლიძის დაბადების დღეა. მისი მეგობრები და პოეტები გაიხსენებენ გიორგი მახარობლიძესთან მეგობრობის, ურთიერთობის ფრაგმენტებს და წაიკითხავენ ლექსებს პოეტის შემოქმედებიდან.

 პოეზიის საღამოს დისტანციურად პლატფორმა zoom – ის საშუალებით და 16:00 საათზე დაიწყება.

პოეტი გიორგი მახარობლიძე გორის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთია, ვისი შემოქმედებაც ყველა თაობის წარმომადგენელს უყვარს, მისი ლექსების მიხედვით დაწერილ სიმღერებს კი ხშირად უსმენენ.

დატოვეთ კომენტარი