ახალი ამბები

გორელმა გოგონებმა რუსთავის ფრენბურთის გუნდი 3:0 დაამარცხეს

ორელ ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა ამხანაგურ მატჩში რუსთავი  3:0 დაამარცხა.

გოგონათა გუნდი საქართველოს ასაკობრივ პირველობისთვის ემზადება, რომელიც გაზაფხულზე დაიწყება.

“ანგარიში სრულად ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. შედეგით ცხადია კმაყოფილი ვიქნები, მაგრამ ჩემი გუნდის თამაშმაც მომცა კმაყოფილების საფუძველი. ჩვენ ახლა ვემზადებით საქართველოს ასაკობრივი პირველობისათვის, რომელიც გაზაფხულიდან დაიწყება. შევეცდებით, რომ უშუალოდ ოფიციალურ თამაშებზეც წარმატებით ვიასპარეზოთ”, – ამბობს თინა ფსუტური

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ჩატარდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.