ახალი ამბები

გორის ახალი იდენტობა – ხელოვნების სახლში ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩატარდება

გორის ახალი იდენტობა – 18 თებერვალს 3 საათზე ხელოვნების სახლში ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩატარდება.

„შეხვედრის მიზანია ისეთი ისტორიების მოძიება, რაც ჩვენს ქალაქთან ასოცირდება მაგ: რა მოსწონთ/არ მოსწონთ ახალგაზრდებს. რა კონკრეტული ამბავი გაუგიათ ან იციან ამა თუ იმ ისტორიულ ძეგლთან ან მის შესახებ. შეხვედრის შემდგომ ახალგაზრდებისგან მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შედგება ერთგვარი ინტერაქტიული რუკა, რომელიც შემდეგ განთავსდება კონკრეტულ ადგილას. მაგ: ძველი ხიდი, მისი აშენების ისტორია, რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა და ა.შ. თუმცა ეს ყველ;აფერი ისე იქნება მიწოდებული რომ ტურისტმაც და ახალგაზრდამაც მაქსიმალურად ადვილად შეძლოს აღქმა და გაგება” ,- ამბობს ოთო გვრიტიშვილი, ხელოვნების სახლის წარმომადგენელი.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდებთან შეხვედრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში ტარდება, რომლის სახელწოდებაც არია “სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.