ახალი ამბები

ქალების აქცია საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს – კვარხეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში, ქალებმა აქცია გამართეს. 

ისინი გაზიფიცირების, საუბნო გზების, სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, კვარხეთში გაზის მილები გასულ წელს გაიყვანეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ პროექტი უხარისხოდ განხორციელდა და ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ ჩაურთავთ.

გარდა ამისა, კვარხეთში არ არის ამბულატორია, საბავშვო ბაღი და ახალი სასწავლო წლიდან აღარც სკოლა იქნება“, – ამბობენ აქციის მონაწილე ქალები. 

მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაზეც ჩივის.

ქალების აქციას დღეს მხოლოდ ერთი კაცი შეუერთდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები