ახალი ამბები

ახალქალაქში სასტუმროს მშენებელობაზე მუშა დაიღუპა 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, გარდაცვლილი 30 წლის ბიჭია. 

სასტუმროს მშენებლობისას, მიწის მასას ჭრიდნენ მუშები და 30 წლის ბიჭი მიწაში ჩაიმარხა“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

გარდაცვლილს ხვალ კრძალავენ. 

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.