ახალი ამბები

გორის კეთილმოწყობის სააგენტოში, დირექტორის მოადგილეებს ხელფასი 300 ლარით გაუზარდეს

გორის კეთილმოწყობის სააგენტოში, დირექტორის მოადგილეებს ხელფასი 300 ლარით გაუზარდეს.

გორის მერის მეგობარია ორივე მოადგილე და ხელფასებიც 300-300 ლარით მხოლოდ მათ მოუმატეს. დანარჩენ თანამშრომლებს მხოლოდ ის, სავალდებულო 10%-იანი მატება შეგვეხო, რაც ძალიან მიზერულია. მაგალითად, მეეზოვეების ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდა“, – ამბობს სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი. 

ამჟამად, სააგენტოს დირექტორის მოადგილეების ხელფასი 1 700 ლარია. როგორც უწყების ხელმძღვანელი ამბობს, თემურ გელიტაშვილს და დავით მარტიაშვილს ანაზღაურება იანვარში გაეზარდათ. 

“მოვუმატეთ, 300 ლარით, 1700 გავუხადეთ და ამით მათი ანაზღაურება მსგავსი პოზიციისთვის განსაზღვრულ  ხელფასს დავუთანაბრეთ“, – გვითხრა გიორგი ბარჯაძემ. 

ინფორმაციისთვის, თემურ გელიტაშვილი და დავით მარტიაშვილი ყოფილი სპორტსმენები არიან. ისინი, კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეებად მას შემდეგ დაინიშნენ, რაც გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი