ახალი ამბები

გორის დემოკრატიის სკოლა მონაწილეთა შერჩევას იწყებს

გორის დემოკრატიის სკოლა მონაწილეთა შერჩევას იწყებს – ინფორმაციას მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი ავრცელებს, რომელიც პოლიტიკით და დემოკრატიით დაინტერესებულ ადამიანებს უფასო სამთვიან კურსს სთავაზობს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მიღება 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

“ჩვენი მიზანია ახალგაზრდა ამბიციური ლიდერების აღმოჩენა, მათი გაძლიერბა და ისეთი ცოდნის და უნარების იცემა, რაც მათ დაეხმარებათ დამოუკიდებლად შეძლონ პოლიტიკური ცვლილებების გამოწვევა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით გიწვევთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, ბაკალავრიატის სტუდენტებს და ახალბედა ამომრჩევლებს”.

მსურველებს განაცხადის შევსება 31 მარტის ჩათვლით შეუძლიათ.

დატოვეთ კომენტარი