ახალი ამბები

გახდი შენს თემში პოზიტიური ცვლილების ელჩი – კონკურსი ახალგაზრდებისთვის

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახალ პროექტს იწყებს.

“ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის განვითარებისთვის”, – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც  მოხდება 15 – დან 25 – წლამდე ახალგაზრდების შერჩევა, რომლებიც ახალაგაზრდული კლუბის საქმიანობის ფარგლებში გახდებიან პოზიტიური ცვლილების ელჩები გორის მუნიციპალიტეტში.

“პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში და სამოქალაქო ქმედებებში”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შერჩეულ ახალაგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა:

  • დაესწრონ საინტერესო და მათ საჭიროებებზე მორგებულ სემინარებსა და ვორქშოფებს;
  • გაეცნონ მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპებსა და პრაქტიკაში გამოიყენონ არსებული მექანიზმები;
  • მონაწილეობა მიიღონ საველე და რეგიონთა შორის გაცვლით პროგრამებსა და კარგი პრაქტიკების გაზიარების ღონისძიებებში;
  • გაეცნონ „ახალაგაზრდების დღეს საკრებულოში“
  • წარმოადგინონ თავიანთი ინიციატივები და მიიღონ მხარდაჭერა მათ განხორციელებაში.
  • ჩაერთონ ადვოკატირების პროცესში.

დაინტერესების შემთხვევაში,  შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 20 მარტის ჩათვლით.

დატოვეთ კომენტარი