ახალი ამბები

პირი, რომელმაც ობიექტის ასაშენებლად ატენში მთას ძირი გამოაცალა, დაჯარიმდა

კერძო მესაკუთრე, რომელმაც კომერციული ობიექტის ასაშენებლად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მთას ძირი გამოაცალა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა და მშენებლობა შეუჩერა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის, იოსებ კილაძის თქმით, მესაკუთრემ სამი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასკვნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა შესაძლებელია.

“სამუშაოები შეჩერებულია. კერძო მესაკუთრე დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით. სამი თვის ვადაში, მან უნდა მოიტანოს გეოლოგების და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის დასკვნა, პროექტი იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელია მშენებლობა და დარღვევა იქ არაფერი გამოიკვეთა. მაშინ სამუშაოებს გააგრძელებს”, – ამბობს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი იოსებ კილაძე.

ამავე თემაზე:ატენში კლდეს ძირი გამოაცალეს და კომერციულ ობიექტს აშენებენ

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.