მეჯვრისხევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
“მოზაიკას” ინფორმაციით, მანქანა დიდი სისწრაფით მიდიოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს..
“სწრაფად მოძრაობდა და ამობრუნდა. სავარაუდოდ, მძღოლი ნასვამი იყო. გარდაცვლილი ასე 40 წლამდე მამაკაცია”, – უთხრეს მოზაიკას.
შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია .
შემთხვევა გუშინ, 3 მარტს მოხდა.