ახალი ამბები

გორის მერიამ საკრებულოს წევრის კომპანია დააჯარიმა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საკრებულოს წევრის მიხეილ ვახტანგაშვილის კომპანია დააჯარიმა. ამის შესახებ, ინფორმაცია ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშშია ასახული.

“შპს ,,ერედვი 2008” ,სოფ.ტყვიავში საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სანებართვე პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით”, – აღნიშნულია ანგარიშში.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მიხეილ ვახტანგაშვილი შპს “ერედვი 2008”-ს 60%-იან წილს ფლობს. კომპანიას სახელმწიფო შესყიდვების 68 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. ტენდერების მხოლოდ 28% აქვს მოგებული. კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების უმრავლესობაში შემსყიდველი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა.

მიხეილ ვახტანგაშვილი 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, იგი კვლავ გახდა დეპუტატი და საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია დაიკავა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.