ახალი ამბები

ავარია პატარა გარეჯვარში – მანქანა გაზის მილს შეეჯახა

პატარა გარეჯვარში ავარია მოხდა – მანქანა სკოლასთან ახლოს, გაზის მილს შეეჯახა. 

“მანქანა გაზის მილს შეეჯახა და გაიქცა. სკოლასთამ მოხდა და დირექტორმა მერის რწმუნებულს შეატყობინა“, – უთხრეს ‘მოზაიკას”. 

პატარა გარეჯვარში მერის წარმომადგენლის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. 

‘რამდენიმე საათით გაზი გათიშული იყო, ახლა უკვე აღდგა“, – გვითხრა ზურა მურადაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.