მეჯვრისხევთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება – ამის შესახებ “მოზაიკას” სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა უთხრა.
“დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში და მკურნალობა უტარდება“, – გვითხრა ია თინიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მეჯვრისხევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.