ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტიდან 3 მოსწავლე FLEX პროგრამის ფინალისტი გახდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ძევერის, ზერტის და ხიდისთავის საჯარო სკოლების მოსწავლეები FLEX პროგრამის ფინალისტები არიან.  ელენე ლომსაძე, მარიამ მიჩიტაშვილი და ლუკა ნონიკაშვილი ერთ წელს ამერიკის შეეთებულ შტატებში გაატარებენ.

“ძევერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ელენე ლომსაძე FLEX-პროგრამის ფინალისტია. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღებს განათლებას ერთი აკადემიური წლის ხანგრძლივობით”;

“ზერტის საჯარო სკოლის X ბ კლასის მოსწავლე მარიამ მიჩიტაშვილი FLEX-პროგრამის ფინალისტია. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღებს განათლებას ერთი აკადემიური წლის ხანგრძლივობით”;

“ხიდისთავის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა ნონიკაშვილი FLEX -ის პროგრამის ფინალისტია. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს განათლებას”, – წერენ სკოლის ადმინისტრაციები. 

FLEX ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით. პროგრამა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სრულად ფინანსდება და მასში მონაწილეობის მიღება მე-9, მე-10 და მე-11 კლასის კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი