ახალი ამბები

ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას TV ივერია ავრცელებს. მათი თქმით, შემთხვევა ხაშურის ცენტრში მოხდა.

“ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურის ცენტრში. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა ერთ – ერთი ავტომობილის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა” ,- წერს ადგილობრივი მედიასაშუალება.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, მძღოლები დაჯარიმდნენ.

დატოვეთ კომენტარი