სოფლებში ახალგაზრდებს ინტერნეტის პრობლემაც აწუხებთ, – ამბობს გორის უნივერსიტეტის ახალგაზრდული ჰაბის ხელმძღვანელი ხატია ხაბაშვილი.
როგორც მან “მოზაიკას” უთხრა, სოფლების ნაწილში ინტერნეტი საერთოდ არ არის, ნაწილს კი დაბალი სიხშირით მიეწოდება.
“ახალგაზრდებისთვის კი ძალიან რთულია განვითარდნენ, ინფორმაცია მიიღონ სხვადასხვა სასწავლო რესურსისა და შესაძლებლობაზე, თუკი წვდომა არ ექნებათ ინტერნეტზე. მითუმეტეს, საყოველთაო პანდემიის შემდეგ, საკმაოდ ბევრი სასწავლო შესაძლებლობა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. მაგალითად განათლების საერთაშორისო გამოფენების დიიდ ნაწილი სწორედ დისტანციურად ტარდება“, – ამბობს ხაბაშვილი.
მისი თქმით, სოფლების ინტერნეტიზაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
“მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დონეზე უკვე დაწყებულია საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესი, ვფიქრობ აუცილებელია ამ პროცესის დაჩქარება, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ უწყვეტი წვდომა საგანმანათლებლო რესურსებსა და შესაძლებლობებზე. ვინაიდან, განათლებული თაობას შეუძლია ჩვენი ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ შეცვალოს.”
მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).