ახალი ამბები

გორის სამხატვრო სკოლაში ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად​ ქალების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა მოეწყობა.

ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. ღონისძიებაზე ქალი მეწარმეები ქართულ დელიკატესებს, ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებს და სხვადასხვა პროდუქტს გაყიდიან. 

“ქალთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა წარმოგიდგენთ მეწარმეებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებიდან და სოციალური საწარმოებიდან”, – წერია სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 ღონისძიების ორგანიზატორი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გორის მუნიციპალიტეტის მერიაა. 

გამოფენა 9 მარტს 12:00 საათზე დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი