ახალი ამბები

პოლიციელი, რომელიც კაცს დაეჯახა, გორის სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

42 წლის ქვეითად მიმავალ მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, – მძღოლი ადგილიდან გაიქცა.  სამართალდამცავებმა 47 წლის თამაზ ბრაჭული დააკავეს, რომელიც მოქმედი პოლიციელია.

სასამართლო პროცესი დღეს, 12 თებერვალს გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. 

” -2 მაქვს მხედველობა და ვერ დავინახე, არ ვეთანხმები წარდგენილ ბრალდებას”, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა. 

დაცვის მხარე ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პოლიციელი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს ადამიანის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას ედავებიან. როგორც ცნობილია, დაჯახების შედეგად 42 წლის მამაკაცს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ღამით თოვლში გადაადგილება ვერ შეძლო, გაიყინა და გარდაიცვალა. 

დატოვეთ კომენტარი