ახალი ამბები

მაკრახიძის კომპანიებმა ტენდერებიდან 190 700 677 ლარი მიიღეს – TI

გორის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2016 წლიდან დღემდე მიიღეს 190 700 677 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები – ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს.

“იოსებ მაკრახიძე 2016-2020 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და ამ წლებში მისმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა – შპს “იბოლიამ”, შპს “შარამ” და შპს “არქმშენსტუდია-2002”-მა სახელმწიფო შესყიდვებიდან  91.8 მილიონ ლარზე მეტის მიიღეს. ეს კომპანიები ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები არის”, – აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. ერთ-ერთ მაგალითად კი, იოსებ მაკრახიძის კომპანიები და მისი ტენდერები სახელდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.