ახალი ამბები

გორის სკოლებში ერთი დღით სასწავლო პროცესი შეჩერდა – რესურსცენტრი

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ერთი დღით შეწყდა, ამის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვაა.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, უამინდობის გამო სკოლებს დენი არ მიეწოდება, შენობაში კი გათბობა არ არის, ამიტომ სწავლა შეაჩერეს.

“რომელ სოფლებშიც ღამე არ იყო დენი და შესაბამისად გათბობა არ ჰქონდათ სკოლებს ერთი დღით გააჩერეს სწავლა და შაბათის ხარჯზე აანაზღაურებენ. ქალაქში მხოლოდ მე-6 კოლაში შეგვექმნა პრობლემა სადაც წყალი ჩამოვიდა და რეკომენდაცია მოგვცა სპეციალისტმა, რომ სინათლე არ აგვენთო, ვიდრე არ გაშრება. დანარჩენი რაიონები იყო”,- ამბობს ტერმაკოზაშვილი.

ტერმაკოზაშვილის თქმით, ერთი დღით სწავლა 31 სკოლაში შეჩერდა.

დატოვეთ კომენტარი