ახალი ამბები

ქარელში სამშობიარო კლინიკა “დასტაქარი” დაიხურა

ქარელში მიხეილ სარაულის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა “დასტაქარი” დაიხურა. ის ერთადერთი სამშობიარო კლინიკა იყო ქარელის მუნიციპალიტეტში.

როგორც მეპატრონე ამბობს, კლინიკა მუშაობას რეაბილიტაციის შემდეგ განაახლებს. 

სამშობიარომ დროებით შეწყვიტა პაციენტების მიღება. სტანდარტების შესაბამისად, კლინიკა რეაბილიტაციას საჭიროებს. ბანკთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს თანხის მიღებასთან დაკავშირებით. როგორც კი, მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, კლინიკის რეაბილიტაციას დავიწყებ. მინდა რომ კლინიკა უფრო მაღალი დონის მომსახურებას უწევდეს პაციენტებს. ამას ალბათ 4 თვე მაინც დასჭირდება“, – გვითხრა მიხეილ სარაულმა. 

დატოვეთ კომენტარი