ახალი ამბები

თბილისმა გორს 10 გასარემონტებელი ავტობუსი გადმოსცა

გორის მუნიციპალიტეტის მერიას თბილისის მერიისგან 10 გასარემონტებელი ავტობუსი გადმოეცა.

გორის მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ავტობუსები რემონტდება.

“თბილისის მერიისგან გორს გადმოეცა 10 ავტობუსი, რომელიც რემონტდება. აღდგენის შემთხვევაში, გადაწყდება მათი მარშრუტიც“, – განაცხადეს მერიაში.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე გორს 32 ავტობუსი ჰყავს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.