ახალი ამბები

გორში მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა – დაშავდა ერთი ადამიანი 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში.

წმინდაწყლის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. 

” ერთი დაშავებული იყო, მეორე უვნებლად გადმოიყვანეს მანქანიდან მაშველებმა. მალე მოვიდნენ ადგილზე და სწრაფად მოახდინეს რეაგირება”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. 

დატოვეთ კომენტარი