ახალი ამბები

გორში პირველი ახალგაზრდული პოდკასტი იწყება

გორში ორგანიზაციების “ინოვატორისა” და “ახალი თაობის” ინიციატივით, ახალგაზრდული პოდკასტი იწყება. როგორც იდეის ავტორები ამბობენ, მათი მიზანი  იმ მიზანდასახული, მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენაა, რომლებსაც მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა სურთ. 

პოდკასტში მოსვლა შეეძლება ყველა ახალგაზრდას, ვინც დაინტერესებულია ქალაქში არსებული პრობლემებით და ჩვენ მათთან ერთად ვისაუბრებთ ამ საკითხებზე და ამ პრობლემების მოგვარების გზებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეს პროექტი ბევრ პრობლემას მოაგვარებს ახალგაზრდული მიმართულებით და არა მარტო ახალგაზრდული მიმართულებით“, – აღნიშნავს ზურა მაჭარაშვილი, ” ახალი თაობის” ხელმძღვანელი. 

იდეის ავტორების თქმით, ისინი ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის და საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებას მისცემენ. 

“პოდკასტი სწორედ ის პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ გამოვიდნენ ყოველგვარი ჩარჩოებიდან, ისაუბრონ თავისუფლად და ყველასთვის გასაგებ ენაზე. აღნიშნული პლატფორმა გორში პირველია და იმედი მაქვს ბევერ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ახალგაზრდებისთვის“, – გვითხრა შოთიკო მარანელმა, “ინოვატორის” ხელმძღვანელმა.

პოდკასტის ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების გავრცელება იქნება. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი