ახალი ამბები

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 65 წლის ქალი ემსხვერპლა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 65 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ტვ მონიტორინგი ავრცელებს.

შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში, ახალი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 65 წლის ქალი “გორმედში” გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. კლინიკის ცნობით, პაციენტს ტრავმა თავის არეში ჰქონდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

​შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.