ახალი ამბები

მოდიან ტემპერატურის, გრიპოზული მოვლენების ჩივილით – რა ხდება სამედიცინო დაწესებულებებში

უფ­რო­სებ­ში 38 გრა­დუს­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, 5 დღე­ზე მეტ­ხან­საც გაგ­რძელ­დეს, თა­ვის, სახ­სრე­ბის, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი და სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ბავ­შვებ­ში – მო­თენ­თი­ლო­ბა, ხან­გრძლი­ვი ძილი, საკ­ვებ­ზე უა­რის თქმა – ეს არის ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბი, რაც წელს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გრი­პის ვირუ­სე­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

გორმედის სამედიცინო ცენტრის პედიატრი ნანა ნინიაშვილი ამ­ბობს, რომ ამ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გრი­პის ორი ტი­პის ვირუ­სი – H1N1 და H1N2. ექიმი აღნიშნავს, რომ პაციენტების მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია.

“მოდიან ტემპერატურის ჩივილით, გრიპოზული მოვლენების ჩივილით. ცირკულირებს როგორც ვიცით H1N1 H1N2 ვირუსი, თუმცა ლაბორატორიულად ჩვენთან დადასტურდა მეთქი ღორის გრიპი ვერ ვიტყვი, ან საავადმყოფოა გადავსებული მეთქი, ასე არ არის, მაგრამ გახანგრძლივებული ტემპერატურა თავისი გართულებებით, ასეთი დღეში 4-5 შემთხვევა არის, რასაც ამბულატორიული მკურნალობით ვუმკლავდებით”, – აღნიშნავს ნინიაშვილი.

ვირუსის გართულებებისგან თავის დასაცავად ნინიაშვილი მედიკამენტურ მკურნალობას და ბევრი სითხეების მიღებას გვირჩევს.

“2-3 დღის განმავლობაში მაინც ჯობია ტემპერატურას სახლის პირობებში შეებრძოლონ, სიცხის დამწევით და სითხეების ჭარბი რაოდენობით მიღებით. ჩემი პირადი აზრი და რეკომენდაციაა გრიპის ვაქცინაცია, ეს იცავს ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც გრიპის გართულებებისგან”. 

თავდაცვის მიზნით, ექიმი მოსახლეობას ურჩევს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ბავშვების წაყვანას მოერიდნონ.

“თავის დაცვის მიზნით ყველას ვურჩევ, როდესაც არის სეზონური გრიპის განსაკუთრებულად გაძლიერებული რაოდენობით დაინვაზირება, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ბავშვები ნაკლებად წაიყვანონ. ჯობია რომ მოარიდონ ასეთ სიტუაციას. ნიღბის ტარება და პირადი ჰიგიენა უსაფრთხოების დაცვისთვის აიცილებელია”. 

იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ექიმი პაციენტებს ვიტამინოთერაპიას ურჩევს.

დატოვეთ კომენტარი