ახალი ამბები

გორში 32 წლის ჯარისკაცი სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

გორში ე.წ ვოლოგდის დასახლებაში 32 წლის ჯარისკაცი სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი სამაშველო სამსახურმა და პატრულის თანამშრომლებმა ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გაუმართავი გაზის გამათბობელი გახდა.

“სამხედრო მოსამსახურე იყო. სამსახურში რომ არგამოცხადდა მოაკითხეს. გამოიძახეს პატრული და სამაშველო, კარი რომ გააღეს გარდაცვლილი დახვდათ. ახალი გადმოსული იყო ქირით და არ ვიცნობდით მეზობლები. ზუსტად არ ვიცით რა მოხდა, ზოგმა თქვა გულით გარდაიცვალაო, ზოგმა გაზითო, ალბათ გამოძიება დაადგენს, – ამბობენ მეზობლები.

გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული,რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დატოვეთ კომენტარი